საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე ცნობით, ოთხი საუდელი ჯარისკაცი იემენის საზღვართან, მთიან სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ჯაზანში, ჰუსიტების ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა.
სამხედროების დაღუპვა იყო საბრძოლო შეტაკების პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც გასული წლის აპრილში საუდის არაბეთმა ჰუსიტებთან შეთანხმებას მიაღწია. ამ ესკალაციამდე ორივე მხარე სამშვიდობო შეთანხმების ზღვარზე იყო.
იემენისა და საუდის არაბეთის საზღვარზე შეტაკებები მოჰყვა ჰუსიტების მიერ 19 ოქტომბერს ისრაელის მიმართულებით გასროლილ რაკეტას, რომელიც საუდის არაბეთის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო.
კომენტარები