• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

„სასწრაფოდ მოუხსენით, დონ!“ – კადიროვი დედამისისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს

„სასწრაფოდ მოუხსენით, დონ!“ – კადიროვი დედამისისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს
98 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

„თქვენ რა ხალხი ხართ, დონ?! სასწრაფოდ მოუხსენით, დონ! სწრაფად, დონ!“, – ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში და დედამისისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს.

„პირველი და მეორე ჩეჩნური კამპანია, საქართველო, უკრაინა – ეს ყველაფერი აშშ-ის პროექტებია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა კონფლიქტებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში, გამოგონილ შემთხვევაზეა გაჩაღებული, მაგრამ ეს რუსეთთან არ იმუშავებს. დაე, გაერთონ ჩვენთვის თავიანთი უმტკივნეულო სანქციების დაწესებით“, – წერს კადიროვი ვიდეოს ქვეშ.

ჩეჩნეთის პრორუსი ლიდერი ვიდეომიმართვაში თავად ემუქრება დასავლეთს სანქციების დაწესებით.

„ევროპის, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკელი დიპლომატები ვერ იმოგზაურებენ… ჩვენც დავაწესებთ სანქციებს და მათ დავაკავებთ. ასე, რომ არ ვხუმრობ, ყელში ამოხვედით…“, – ამბობს კადიროვი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის ამ ქმედებას „უპასუხოდ არ დატოვებს“.

ცნობისთვის, აშშ-მა რამზან კადიროვის დედის, აიმან კადიროვას წინააღმდეგ სანქციები 24 აგვისტოს დააწესა. სანქციები, ასევე, ჩეჩნეთის სამ თანამდებობის პირს შეეხო.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია