1996 წლის 14 მაისს ვირჯინიის შენანდოას ეროვნულ პარკში საპიკნიკოდ წასული ორი ქალი სასტიკად მოკლეს. ერთი კვირა ქალები დაკარგულებად ითვლებოდნენ. შემდეგ კი მათი ცხედრები შეკრული და გაგუდულები იპოვეს.
თითქმის 30 წლის შემდეგ, FBI-მ გამოაცხადა, რომ იპოვა ახალგაზრდა ქალების მკვლელობაზე პასუხისმგებელი მამაკაცი – უოლტერ „ლეო” ჯექსონი.
„28 წლის შემდეგ, ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, ვინ ჩაიდინა ლოლი ვინანსისა და ჯული უილიამსის სასტიკი მკვლელობები შენანდოას ეროვნულ პარკში“, – თქვა შეერთებული შტატების ადვოკატმა.
1996 წელს, როდესაც მეგობრები სახლში არ დაბრუნდნენ, მათი ოჯახის წევრებმა დაურეკეს ეროვნული პარკის სამსახურს, რომელმაც რეინჯერები გაგზავნა პარკის დასათვალიერებლად, თუმცა უშედეგოდ.
წლების განმავლობაში საქმე გაყინული იყო. გამომძიებლებმა ხელახლა შეამოწმეს დანაშაულის ადგილიდან მტკიცებულებები და გადასცეს ეს ნივთები აკრედიტებულ კერძო ლაბორატორიას.
ქალების მკვლელი, ჯექსონი გარდაიცვალა ციხეში 2018 წლის მარტში. მას ჰქონდა ხანგრძლივი კრიმინალური ისტორია, მათ შორის გატაცება, გაუპატიურება და თავდასხმა.
კომენტარები