როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, მიუხედავად იმისა, რომ საქმიან ქალებს სულ სინდისის ქენჯნა აქვთ შვილებისთვის მოკლებული დროის გამო, სინამდვილეში საკუთარი მაგალითით მათთვის დიდი სარგებლობა მოაქვთ.
რასაკვირველია, ძალიან გიყვართ თქვენი შვილი, მაგრამ მუშაობთ და სულ განიცდით დროის სიმცირეს, ბავშვთან ურთიერთობის დეფიციტს. ახლა შეგიძლიათ მშვიდად ამოისუნთქოთ: ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მკვლევრებმა 24 ქვეყნის მონაცემები გამოიკვლიეს.
სურდათ გაეგოთ, როგორ განვითარდა მათი ბედი, ვისი დედებიც მათი ბავშვობის დროს მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგად.
განსაკუთრებით კარგი, დედების საქმიანობა გოგონებისთვის აღმოჩნდა. მომუშავე დედების ქალიშვილებს თურმე, დიასახლისების ქალიშვილებზე უფრო იშვიათად ემუქრებათ უმუშევრობა, ხშირად იკეთებენ კარგ კარიერას და დიდ თანამდებობებსაც აღწევენ.
ვაჟებსაც რგებთ დედების მუშაობა. ისინი საშუალოდ, მეტად მზრუნველები არიან ოჯახის სხვა წევრების მიმართ და მეტ საოჯახო მოვალეობას იღებენ საკუთარ თავზე, ვიდრე ის მამაკაცები, რომელთა დედები მათ ბავშვობაში შინ ისხდნენ.
კვლევის ავტორების თქმით, გამოვლენილი ეფექტი იმასთან არის დაკავშირებული, რომ მომუშავე დედები გენდერულ სტერეოტიპებს ანგრევენ. მათ ქალიშვილებსა და ვაჟებს უფრო ფართო შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე, უფრო თავისუფლები არიან ცხოვრებისეული გზის არჩევისას და არ აქცევენ ყურადღებას მსგავს ნიშნებს: ეს მხოლოდ გოგოების საქმეა, ან ეს მხოლოდ კაცებისთვისაა.
კომენტარები