• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს

საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს
418 ნახვა
8 shares
  • Facebook8
  • Twitter
  • LinkedIn

საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ინიციატივით ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი გამოდის.

„კანონპროექტის მომზადების მიზეზია საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული ჩადრით, ნიქაბით და ბურკით ტურისტების სიარული. აღნიშნული სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით. ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა”, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

 

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია