
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები პოლონეთში გამართული მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ქართველმა მოჭადრაკეებმა ფინალში ყაზახეთის გუნდი დაამარცხეს.
გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა იყო, ხოლო საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ და შესაბამისად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელები გახდნენ:
🏆 ბელა ხოტენაშვილი
🏆 მერი არაბიძემ
🏆 ნინო ბაციაშვილმა
🏆 ლელა ჯავახიშვილი
🏆 სალომე მელია
ცნობისთვის, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის ეს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მეორე მოგებაა. პირველად მათ 2015 წელს გაიმარჯვეს.
კომენტარები