ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) სანაკრებო რეიტინგი განაახლა.
საქართველოს ეროვნული გუნდი რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად, 66-ე პოზიციას იკავებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ რეიტინგში ალბანეთის ნაკრები ჩამოიტოვა, რომელიც ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
კომენტარები