„საქართველოს აღზევება“ – ასეთი ქვესათაურით წერს სტატიას „ასოშიეიტედ პრესი“, რომლითაც საქართველოს ნაკრების წარმატებას ეხმაურება.
როგორც მედია წერს, ქართველი ფეხბურთელები ადრეც იყვნენ ევროპის ჩემპიონები, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1960 წელს.
„ახლა საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, მოიპოვა უფლება, საკუთარი საფეხბურთო ისტორია დაწეროს გერმანიაში“, – წერს გამოცემა.
მედია აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი პენალტი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.
„ეს იყო იდეალური დარტყმა ქვედა კუთხეში“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრები და მისი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტები იქნებიან.
სტატიაში, ასევე, ხაზგასმულია, რომ ქართველმა ხალხმა გამარჯვება იზეიმა და 50 000 გულშემატკივარი მოედანზე
კომენტარები