
თბილისის მერი კახა კალაძე გურიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
„საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ – გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. მთელი გულით ვიზიარებ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, მთელი საქართველოს გულისტკივილს. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები“, – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, გურიაში სტიქიის ზონაში ორი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ერთი მოზარდს კი ამ დრომდე ეძებენ.
კომენტარები