• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 22nd March 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

„საქართველო, ის აღარ ხარ, რაც იყავი, მორჩა, გეყოს“ – ბესიკ ხარანაული

„საქართველო, ის აღარ ხარ, რაც იყავი, მორჩა, გეყოს“ – ბესიკ ხარანაული
38 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ბესიკ ხარანაული ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ახალ ლექსს აქვეყნებს:

„საქართველო, ის აღარ ხარ!

საქართველო, ის აღარ ხარ, რაც იყავი, მორჩა, გეყოს.

ჯერ მახე არ დაგებულა,რომე თავი არ გაგეყოს,

ჯერ მხედარი არ გყოლია, რომე ძირს არ დაგებერტყოს,

საქართველო, ის აღარ ხარ, რაც იყავი, მორჩა, გეყოს.

 

სანამდე ფრთებს აიქნევდე, მანამ უნდა ტანზე გეწყოს,

საძირე თუ არ უმაგრე, ახალმა ვით ინამყენოს?!

მიწიდან ვით აიმაღლოს, ცის გვირგვინშითავი შეყოს,

საქართველო, ის აღარ ხარ, რაც იყავი, მორჩა, გეყოს.

 

ახალს უნდა დაემოყვრო, ცამდე ტანი აიღერო,

გულზე დაღი დაიკერო, ცაზე სიტყვა დაიწერო,

ერთი სიტყვა სასახელო, სა-ქარ-თვე- ლო, სა-ქარ-თვე-ლო!

საქართველო, ის აღარ ხარ, რაც იყავი, მორჩა, გეყოს“

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media