საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში მდებარე პლუგასტელის კომუნის ადმინისტრაცია 2 000 ევროს გადასცემს იმას, ვინც ქვაზე ამოუცნობი წარწერის გაშიფვრას შეძლებს. ამის შესახებ BBC წერს.
ქვა, რომელზეც 20 სტრიქონია, რამდენიმე წლის წინ პლაჟზე აღმოაჩინეს. თავად წარწერა კი სავარაუდოდ 230 წლისაა.
მასზე ასოების უმრავლესობა ლათინურია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამობრუნებულია. გარდა ამისა, გამოყენებულია სიმბოლოები.
ქვაზე 2 თარიღიცაა: 1786 და 1787. შესაძლოა ეს იმას ნიშნავს, რომ წარწერა საფრანგეთის რევოლუციამდე 2 წლით ადრე გაკეთდა.
ადგილობრივმა მეცნიერებმა წარწერის საიდუმლო ვერ ამოხსნეს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ძველი ბრეტონულია ან ბასკების ენაა გამოყენებული. ზოგი კი ფიქრობს, რომ წარწერის ავტორი გაუნათლებელი ადამიანი იყო.
კომენტარები