ამ მატჩში ფეხბურთელებმა 102 საათის განმავლობაში შეუსვენებლად ითამაშეს!
2015 წელს ინგლისის საფეხბურთო კლუბ „საუმპჰეპტონის“ სტადიონ „სენტ-მერიზე“ გაიმართა მატჩი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი თამაში.
საზოგადოება Testlands Support Project-ის „წითელი“ და „თეთრი“ გუნდების ფეხბურთელებმა 102 საათის განმავლობაში შეუსვენებლად ითამაშეს.
თითოეული გუნდის განაცხადში 18-18 ფეხბურთელი იყო შეყვანილი.
ხანგრძლივი და დაძაბული ბრძოლა ანგარიშით 910:725 დასრულდა და გამარჯვება „წითლებს“ დარჩათ.
საერთო ჯამში, თამაშის მიმდინარეობისას, 1635 გოლი იქნა გატანილი. საშუალოდ, ეს არის დღეში – 320, საათში – 13 და ყოველ ხუთ წუთში თითო გატანილი გოლი.
თამაშის მთელი შემოსავალი (25 000 ფუნტი) ქველმოქმედებაზე დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ყველაზე ხანგრძლივი მატჩი 2013 წელს მანჩესტერში ჩატარდა და 101 საათი მიმდინარეობდა.
კომენტარები