• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

სანქციები ყოველთვის იყო, მაგრამ დღევანდელი მასშტაბი გვაოცებს – სერგეი ლავროვი

სანქციები ყოველთვის იყო, მაგრამ დღევანდელი მასშტაბი გვაოცებს – სერგეი ლავროვი
59 ნახვა

„საუბარი იმაზე, რომ ჩვენ თითქოს იზოლაციაში ვართ და ასე შემდეგ… ეს ტყუილია. ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, დაითვალეთ რამდენმა ქვეყანამ დააწესა სანქციები და რამდენმა უარი თქვა“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ ერთპიროვნული მმართველი და დომინანტი იყოს.

ამასთან, სერგი ლავროვის თქმით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე.

ლავროვი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი რთულად მიდის, რადგან უკრაინული მხარე მუდმივად ცვლის თავის პოზიციას.

„სანქციები ყოველთვის იყო, მაგრამ დღევანდელი მასშტაბი გვაოცებს. ამ გზით ცდილობენ რუსეთის სახით მათთვის არსებული პრობლემა გააქრონ და ერთპოლარული სამყარო შექმნან. ისინი მუდმივად აცხადებდნენ, რომ სანქციები არ არის რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ეს არის ლიდერების წინააღმდეგ.

ახლა ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. მაგალითად, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ გვჭირდება ტოტალური ეკონომიკური ომი, ტოტალური სწრაფი ომი“. აქ უკრაინის შესახებ საუბარი არ არის, აქ საუბარია ახალ მართლწესრიგზე საუბარი. ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ ერთპიროვნული მმართველი იყოს და მისი დომინირება იყოს.

ევროპა პრაქტიკულად აღარ არის დამოუკიდებელი. შეგახსენებთ რა ხდება გერმანიასთან მიმართებით. ის იცავს კიევის „რეჟიმს“ ძალიან ღიად. ეს არის დასაფიქრებელი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსები და გერმანელები არც ისე დიდი ხნის წინ შერიგდნენ.

კონფლიქტის პერიოდში ჩვენ მოლაპარაკებაზე უარს არ ვამბობთ, ჩვენ ეს შევთავაზეთ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, ევროკავშირსაც და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს უკრაინამ შემოგვთავაზა მოლაპარაკება. ეს მოლაპარაკება დავიწყეთ, ის რთულად მიდის.

უკრაინის მხარეს ესმის ალბათ ის საკითხები, რაც უნდა შეთანხმდეს, მაგრამ ის მუდმივად ცვლის თავის პოზიციას, უარს ამბობს თავის წინადადებებზე. ამერიკელები გამოდიან იქიდან, რომ მათთვის არ არის მოგებიანი, რომ ეს პროცესი მალე დასრულდეს.

ისინი უკრაინისთვის იარაღის დამატებით მიწოდებას აპირებენ, ისმის პროვოკაციული განცხადებები. მათ სურთ რომ დიდი ხანი იყოს საბრძოლო მოქმედებები. ჩვენ გვაქვს საკმარისი გამოცდილება და სულისკვეთება, რომ დავიცვათ რასაც ვიცავთ ახლა.

საუბარი იმაზე, რომ ჩვენ თითქოს იზოლაციაში ვართ და ასე შემდეგ… ეს ტყუილია. ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, დაითვალეთ რამდენმა ქვეყანამ დააწესა სანქციები და რამდენმა უარი თქვა“, – აცხადებს სერგი ლავროვი.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია