სანდრო ბაზაძე თბილისის მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
თბილისის სპორტის სასახლეში, ხმლით ფარიკაობაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს, წარმატებით ასპარეზობდა მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე, რომელმაც აქამდე ჩატარებული ყველა შეხვედრა მოიგო.
თუმცა, ნახევარ-ფინალურ ორთაბრძოლაში სანდრო ბაზაძე დამარცხდა და ის მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. სანდრო ბაზაძესა და ირანელ მოფარიკავე, ალი პაკდამანს შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ დასრულდა.
კომენტარები