
სამხრეთ კორეის პროკურატურა Samsung Group-ის ხელმძღვანელის, ლი ჩჟე იონისთვის 5-წლიან პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.
ლი ჩჟე იონს ბრალად ედება აქციების ფასის ხელოვნური ცვლილება, თაღლითობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც უკავშირდებოდა 2015 წელს Samsung Group-ის ორი შვილობილი კომპანიის, Samsung Cheil Industries Inc.-ისა და Samsung C&T Corp.-ის შერწყმას.
Yonhap-ის ინფორმაციით, კომპანიების შერწყმის დროს Samsung Cheil Industries Inc.-ის ერთი აქციის სანაცვლოდ Samsung C&T Corp.-ის სამი აქცია იყო შეთავაზებული, რისი საშუალებითაც ლი ჩჟე იონმა Samsung C&T Corp.-ზე თავისი კონტროლი გაზარდა, ვინაიდან Cheil-ში მას 23,2%-იანი წილი ჰქონდა. პროკურორების მტკიცებით, Samsung C&T Corp.-ის დევალვაციამ ზიანი მიაყენა სხვა ინვესტორების ინტერესებს.
კომენტარები