„სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას თუ ეცდება, ჩრდილოეთ კორეა სრულ არსენალს გამოიყენებს მოწინააღმდეგის ფერფლად ქცევისთვის“– ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავდაცვის ინდუსტრიების მონახულებისას განაცხადა.
კიმ ჩენ ინის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას საფრთხე თუ დაემუქრება, ფხენიანი საპასუხო ზომებს მიიღებს, რადგან ქვეყანას ძალა და უნარი აქვს, რასაც მომავალში გააფართოებს და გააძლიერებს.
„ვიდრე „კორეის რესპუბლიკის“ მმართველი განგსტერები არ გააცნობიერებენ თავიანთ შეცდომას და არ მიატოვებენ თვითმკვლელობის კონფრონტაციულ პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება კაცობრიობის მშვიდობისკენ მისწრაფებებს და მის უბედურებას იწვევს, სამართლიანი ბრძოლის პრინციპებზე დაფუძნებული ჩვენი რესპუბლიკის აშკარა პრაქტიკული ქმედებები უცვლელად გაგრძელდება“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.
კომენტარები