ალბათ, ადამიანების უმრავლესობა საკუთარ თავს ჭკვიანად მიიჩნევს, განსაკუთრებით ის, ვინც ჭკუას მოკლებულია, თუმცა გონებრივი შესაძლებლობების მაჩვენებელი ის არის, თუ რისი დათმობა შეუძლია ადამიანს საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის.
რით განსხვავდება ჭკვიანი ადამიანი უჭკუოსგან?
ჭკვიანი ადამიანი არასოდეს ამბობს, რომ ჭკვიანია. შეიძლება ასე ფიქრობდეს, მაგრამ ხმამაღლა არ იტყვის. ყველაფერი, რასაც აკეთებს, კანონზომიერებად მიაჩნია, იქნება ეს პროფესიული საქმიანობა თუ, უბრალოდ, ადამიანებთან ურთიერთობა.
ჭკვიანი ადამიანი საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით არასოდეს ტრაბახობს და რჩევებს არ არიგებს, თუ არ სთხოვენ. ის ჩუმადაა, როცა სხვა ლაპარაკობს და თავისთვის დასკვნები გამოაქვს.
ჭკვიანი ადამიანი იმ საზოგადოების შესაბამისად იქცევა, რომელშიც იმყოფება – უბრალო ადამიანებთან ის უბრალო ადამიანია, ხოლო მეცნიერებისა და პროფესიონალების გარემოცვაში თავადაც მეცნიერი და პროფესიონალია.
ჭკვიან ადამიანებს თავიანთი საიდუმლოებები აქვთ – ისინი ბევრ რამეს მალავენ.
გერმანელი ფილოსოფოსის არტურ შოპენჰაუერის მოსაზრებით, ჭკვიანი ადამიანები, ძირითადად, სამ რამეს მალავენ:
1. საკუთარ შიშებს, რომლებითაც შეიძლება ვიღაცამ ისარგებლოს.
როგორც ყველას, ჭკვიან ადამიანსაც რაღაცის ეშინია. მას ესმის, რომ შიში მისი სისუსტეა, რომელიც არაკეთილის მსურველმა შეიძლება მის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, ამიტომ მალავს.
2. საკუთარ ამბიციებს, რომლებმაც შეიძლება მის მიმართ ნდობა გააქარწყლოს
ზოგჯერ ადამიანები ზედმეტად ამბიციურები არიან და მათი პროვოცირება ძალიან ადვილია. ასეთი პროვოკაციების წყალობით შეიძლება ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოთ ან დააზარალოთ. ეს ჭკვიან ადამიანებს შესანიშნავად ესმით, ამიტომ საკუთარ ამბიციებს მალავენ. თუნდაც ეს რთული იყოს, მათ იციან თავის შეკავება და ამაში ძლიერი ნებისყოფა ეხმარებათ.
3. საკუთარ შემოსავალს, რომელიც შეიძლება შურის და ანგარების მიზეზი გახდეს.
ჭკვიანი ადამიანი თავის ფინანსურ მდგომარეობას მალავს, რათა მისი პროვოცირება ვერავინ შეძლოს. ჭკვიანი ადამიანი არ ცდილობს მდიდარი გამოჩნდეს. ის არასოდეს აძლევს ადამიანებს შურის ან დაცინვის მიზეზს. ჭკვიანმა ადამიანმა იცის საკუთარ თავზე მუშაობა და ადამიანებს ისეთებს იღებს, როგორებიც არიან.
კომენტარები