სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ სპინოფი „დრაკონის სახლი“ ტარგარიენების დინასტიის შესახებ HBO-ზე 2022 წელს გამოვა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინფორმაცია ტელეკომპანიის პროგრამულმა დირექტორმა კეისი ბლოისმა გაავრცელა. მას პრემიერის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, რადგან პროექტზე მუშაობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
პრიქველის სიუჟეტს საფუძვლად ჯორჯ მარტინის წიგნი „ალი და სისხლი“ დაედება. თავად მწერალი რაიან კონდალთან ერთად პროექტის სცენარისტი იქნება. რეჟისორის სავარძელს კი ბრიტანელი მიგელ საპოჩნიკი დაიკავებს, რომელმაც „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისთვის „ემი“ მიიღო.
კომენტარები