• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 31st May 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

სალვადორის ხელისუფლებამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა, რის შემდეგაც მისი კურსი 10%-ით დაეცა

სალვადორის ხელისუფლებამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა, რის შემდეგაც მისი კურსი 10%-ით დაეცა
180 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

სალვადორის ხელისუფლებამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის კურსი 10%-ით 46,3 ათას დოლარამდე დაეცა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.

Bloomberg-ის ცნობით, ბიტკოინის კურსის დაცემა აპლიკაცია Chivo-ს გათიშვამ გამოიწვია. Chivo სალვადორის ხელისუფლებამ შექმნა, მას შემდეგ რაც ბიტკოინი აშშ დოლართან ერთად ქვეყანაში ოფიციალურ ვალუტად აღიარეს.

სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელეს განცხადებით, ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად აღიარება სალვადორელებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ უფრო ფართო წვდომა ფინანსურ მომსახურებაზე და ფულადი გზავნილების საკომისიო დაზოგონ. თუმცა ეკონომისტები სალვადორის ხელისუფლების ამ ნაბიჯს სარისკო ექსპერიმენტს უწოდებენ. მათი განცხადებით, ასეთი არასტაბილური კურსის მქონე ვალუტა სალვადორის ისედაც სუსტ ეკონომიკას კიდევ უფრო დაასუსტებს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media