ყველა ქართველი ქაბულიდან სამშობლოსკენ უსაფრთხოდ მოემართება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„ყველა ქართველი ქაბულიდან სამშობლოსკენ უსაფრთხოდ მოემართება. მადლობელნი ვართ ჩვენი ბრიტანელი, თურქი და ამერიკელი პარტნიორების, რომლებიც მათ ევაკუაციაში დაგვეხმარნენ. იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ შემაშფოთებელია, სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ევაკუაციის პროცესს ახორციელებენ“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე.
კომენტარები