• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 01st October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

სახლში დაბინძურებული ჰაერის შედეგად წელიწადში ოთხი მილიონი ადამიანი იღუპება – დაავადებები და რეკომენდაციები

სახლში დაბინძურებული ჰაერის შედეგად წელიწადში ოთხი მილიონი ადამიანი იღუპება – დაავადებები და რეკომენდაციები
453 ნახვა
6 shares
  • Facebook6
  • Twitter
  • LinkedIn

საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურების შედეგად მსოფლიოში წელიწადში ოთხი მილიონი ადამიანი იღუპება. ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენებაში.

ორგანიზაციის მონაცემებით ირკვევა, რომ სახლებსა და სხვა დახურულ კერებში დაბინძურებული ჰაერი და საყოფაცხოვრებო ნარჩენების არაეფექტური მართვა დიდ წილად ზრდის სხვადასხვა სახის დაავადებებს, უფრო მეტად კი ქალებსა და ბავშვებში.

მსო-ს კვლევებით დადასტურდა, რომ საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურება იწვევს ინსულტს, გულის იშემიურ დაავადებებს, ფილტვის კიბოს და სხვ.

როგორც აღინიშნა, დახურულ კერებში არსებული დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად ოთხ მილიონამდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 27 პროცენტი პნევმონიით, 27 პროცენტი გულის იშემიური დაავადებით, 18 პროცენტი ინსულტით, 20 პროცენტი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით და 8 პროცენტი ფილტვის კიბოთი.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ ხშირად გაანიავოთ სახლი, არ დაუშვათ დახურულ კერებში თამბაქო მოწევა, ეფექტურად მართეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და საჭმლის მომზადებისას შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ შესაბამისი ტექნელოგიები (ჰაერის გამწოვი).

 

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია