ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. ეს ის სახლია ძველ ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.
ამ სახლთან ერთად, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, კიდებ 13 ობიექტს მიენიჭა ძეგლის სტატუსი.
კომენტარები