• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

საინტერესო ფაქტები წყალზე – რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შეუცვლელ კომპონენტზე

საინტერესო ფაქტები წყალზე – რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შეუცვლელ კომპონენტზე
452 ნახვა
11 shares
  • Facebook11
  • Twitter
  • LinkedIn

წყალი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შეუცვლელი კომპონენტია. ყოველ დღე ჩვენ ვსვამთ წყალს, ვაკეთებს საჭმელს, ვბანაობთ… და მაინც ბევრმა ჩვენგანმა წყლის თვისებების შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის.

საინტერესო ფაქტები წყალზე:

• ჯანმრთელი ადამიანი დღეში 2 ლიტრ წყალს მოიხმარს
• 400 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ისეთ რეგიონებში, სადაც წყლის მწვავე დეფიციტია
• ადამიანი წყურვილს მაშინ გრძნობს, თუ ორგანიზმში არსებული წყლის მარაგის 1% დაკარგა
• 2 მილიარდი ადამიანი სუფთა სასმელი წყალის დეფიციტს განიცდის
• ყოველ დღე მზე ტრალიონობით წყალს აორთქლებს
• დედამიწაზე არსებული წყლის საერთო რაოდენობა 326 მილიონი კუბური მილია
• ადამიანს, დედამიწაზე არსებული წყლის მოცულობის მხოლოდ 0,3%-ის გამოყენება შეუძლია

წყლის არასაკმარისი გამოყენება მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლების და შარდმდენი ორგანოების დაავადების რისკფაქტორს წარმოადგენს. შედეგად შეიძლება განვითარდეს თირკმლის, შარდის ბუშტის ან სარძევე ჯირკვლების კიბო. ასევე, ჰიდრატაცია ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სისხლის მიმოქცევის საქმეში.

სწორად შერჩეულ დროს წყლის დალევა მის ეფექტურობას ზრდის

  • 2 ჭიქა წყლის მიღება გაღვიძების შემდეგ, ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების აქტივაციას;
  • კვებამდე 30 წუთით ადრე, ერთი ჭიქა წყლის დალევა საკვების მონელებას აუმჯობესებს;
  • 1 ჭიქა წყლის მიღება
    აბაზანის მიღებამდე, დაბლა სწევს გულის წნევას
  • 1 ჭიქა წყალი დაძინებამდე გულის შეტევის რისკს ამცირებს

ადამიანის სხეულის 70% წყლისგან შედგება, მისი შემცვლობა კი შემდეგნაირია:

  • სისხლში – 70%
  • კუნთებში – 75%
  • ცხიმოვან ქსოვილში – 10%
  • ძვლებში – 22 %
  • ტვინში – 85%

მიუხედავად დადებითი თვისებებისა, წყლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. წყლით ინტოქსიკაცია მაშინ ხდება, როდესაც ორგანიზმში არსებული წყლის რაოდენობა არღვევს სისხლში არსებული ნატრიუმის დონეს და იწვევს თავის ტვინში არსებული წყლის დისბალანსს.

წყლის სმის რეკომენდირებული დღიური დოზა 8 ჭიქაა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თითქმის ყველა საკვები პროდუქტი ან სასმელი უზრუნველყოფს ორგანიზმს წყლით.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია