• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
49 ნახვა

უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევსა და ოდესაში აგრძელებენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვების და ჰუმანიტარული კუთხით. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით.

„მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოს მოქალაქეებმა დახმარების მიზნით უნდა მიმართონ  იმ წარმომადგენლობას რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან ამ მომენტისათვის.
საქართველოს მთავრობა, მუდმივ მონიტორინგს უწევს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჰუმანიტარული დერეფნების გამოცხადების შესაძლებლობას და ასეთის შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, მზადაა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია.

მანამდე კი  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს:

დაემორჩილონ უკრაინის ხელისუფლების მიერ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს როგორც ადგილზე ყოფნის ასევე ტერიტორიის დატოვების პროცესთან დაკავშირებით.

დარჩნენ მუდმივ კომუნიკაციაში საქართველოს საკონსულო სამსახურებთან, როგორც ქვეყანაში ყოფნის, ასევე მისი დატოვების შემთხვევაში.

მუდმივად თან იქონიონ მგზავრობისათვის აუცილებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და ნაღდი ფული.

მუდმივად მუშა მდგომარეობაში იქონიონ მობილური ტელეფონები და ენერგიის დამატებითი წყაროები (ე.წ. პორტატული დამტენი).

მობილურ ტელეფონებში იქონიონ სასწრაფო დახმარების, სახანძრო სამსახურების, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების ნომრები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცხელი ხაზის ნომრები 👇

საქართველოს საელჩო, კიევი:

+ 380 (63) 376 77 68

+ 380 (44) 590 69 50

+ 380 (93) 544 01 17

+ 380 (63) 376 73 64

გენერალური საკონსულო, ოდესა:

+ 380 (63) 176 75 55

+ 380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:

+ 995 (32) 2 94 50 50 

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია