უძრავი ქონების ყიდვა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ზოგჯერ ძნელი გადასაწყვეტია, სად ჯობს ცხოვრება – ბინაში თუ სახლში. მოდით ერთად განვიხილოთ თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეები…
კორპუსის ბინის უპირატესობები:
1. ბინის მომსახურება იაფია, რადგან საერთო ტერიტორიების რემონტსა და დასუფთავებაზე მერია ზრუნავს. მაგალითად, თუ ეზოში სკამი ან საბავშვო საქანელა გაფუჭდა, მის შეკეთება თქვენ კი არა, მერიას ევალება.
2. კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა. კორპუსის სიახლოვეს აუცილებლად არის საბავშვო ბაღი, სკოლა, საავადმყოფო, მაღაზიები და ა.შ.
3. უსაფრთხოების მაღალი დონე, რომელიც ვიდეოთვალთვალისა და დომოფონის სისტემას გულისხმობს.
4. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა.
5. კავშირი საინჟინრო კომუნიკაციების ცენტრალიზებულ სისტემებთან. გარდა ამისა, ელექტროენერგიის გათიშვის ან წყალმომარაგების პრობლემის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დახმარებისთვის კომუნალურ კომპანიებს მიმართოთ.
👉 რა თქმა უნდა, საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინებს უპირატესობების გარდა, ნაკლიც აქვთ. კერძოდ, შედარებით მცირე საცხოვრებელი ფართობი, ცუდი ხმის იზოლაცია, პარკირებისა და ეკოლოგიის პრობლემები და დიდი კონკურენცია. გარდა ამისა, ცუდი მეზობლებისგან არავინაა დაზღვეული ვერ იქნებით.
კერძო სახლში ცხოვრების უპირატესობები:
კერძო სახლებს და აგარაკებს ძირითადად, გარეუბნებში ან ქალაქგარეთ აშენებენ, ამიტომ მათ უამრავი უპირატესობა აქვთ:
1. შესანიშნავი ეკოლოგიური მდგომარეობა, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო.
2. დიდი ფართობი, სადაც ხშირად ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი ოთახი აქვს. შესაბამისად, დიდი ოჯახისთვის ეს საუკეთესო ვარიანტია.
3. საკუთარი მიწის ნაკვეთი და უამრავი შესაძლებლობა – შეგიძლიათ, მოაწყოთ დასასვენებელი და გასართობი ზონა, ადგილი შინაური ცხოველებისთვის, ბაღი ან ბოსტანი, კომფორტული ავტოფარეხი, აუზი და ა.შ. მთავარი თქვენი სურვილი და შესაძლებლობებია.
4. გაფართოების პერსპექტივა – სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ საკუთარ სახლს ოთახი მიაშენოთ ან მთელი სართული დააშენოთ.
👉 ბოლო დროს ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბევრი ოჯახი ქალაქის ცენტრალური რაიონებიდან გარეუბანში ან ქალაქგარეთსაცხოვრებლად გადადის. ასეთი ოჯახებისთვის კერძძო სახლი ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობაა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც თქვენი მისაღებია.
კომენტარები