
საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავეს. საქმე ატიკას რაიონში გაჩენილ ხანძარს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
23 ივლისს ათენის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილზე, 15 ხანძრის კერა ერთდროულად გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 91 ადამიანი შეეწირა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება Greek Reporter იუწყება, მთლიანად არის განადგურებული ტურისტული სოფელი მატი. ხანძრის შედეგად დამწვარია 3 ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა. ტყეში გაჩენილი ხანძარი მალევე მოედო დასახლებულ რაიონებს, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა, 100 კმ/სთ სიჩქარის ქარმა. ადამიანთა ნაწილმა ცეცხლმოდებული სახლებიდან და ავტომობილებიდან თავის დაღწევა ვერ შეძლო.
კომენტარები