• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 04th December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

სააკაშვილი ენმ-ის წევრებს: თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ, არ გვჭირდება შიგნიდან რყევა

სააკაშვილი ენმ-ის წევრებს: თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ, არ გვჭირდება შიგნიდან რყევა
70 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

3 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტი „ვივამედის“ კლინიკიდან ჩაერთო, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით გააკეთა კომენტარი და მის წევრებს პარტიის შიგნით მისი ლანძღვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის, ყველაფერში. ყოველთვის, ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესებს სჭირდება, მაგრამ მინდა შემდეგი რაღაცა ვთქვა, თუ შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ – ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მეტი შანსია, რომ მერე ისევ ერთად შეიკრიბოთ და მერე მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გარეთ კი ბატონო, შექმენით რაღაცა ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!…

უბრალოდ, ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს, ყველამ თავისი გზა იპოვეთ. რას ვიყოფთ მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი ძლიერია, ამიტომ, ყველამ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს“, – თქვა სააკაშვილმა პარტია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებთან მიმართვისას.

ცნობისთვის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მისი პარტიის მისამართით, ხშირად გამოირჩევა კრიტიკული განცხადებებით, რომელიც თან პოლიტიკაში მის ახალ გეგმებზე საუბრობს და ამასთან, ჯერაც არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია