იარაღის მწარმოებელმა რუსულმა კომპანიამ, „კალაშნიკოვმა”, გამოფენა “არმია-2018”-ის ფარგლებში, ელექტრომობილი წარადგინა, რომელსაც სახელად CV-1 დაარქვეს. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “ეს ტექნოლოგია მსოფლიო ბრენდებთან ერთად სიაში მოხვდება, მაგალითად Tesla-ს ელექტრომობილებთან ერთად. ჩვენი კონცეფციის შექმნის დროს, ინსპირაციის წყარო მსოფლიოს ლიდერი კომპანიები იყო”, – განაცხადეს “კალაშნოკოვში”.
გამოფენის დროს ასევე წარადგინეს, 4 მეტრის სიმაღლის რობოტი. კომპანიის ინფორმაციით, რობოტი საინჟინრო და საბრძოლო დავალებების შესასრულებლად შექმნეს.
კომენტარები