ლონდონის ბირჟაზე 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად რუსული კომპანიების აქციები 55%-ით გაიაფდა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
რაც შეეხება მოსკოვის ბირჟას, იქ „რუსეთის ბანკის“ განკარგულების შემდეგ ვაჭრობა არც ჩატარებულა.
„ნორნიკელის“ აქციები 44%-ით, „როსნეფტის“ 44,8%-ით, „სურგუტნეფტეგაზის“ 19,6%-ით, „ტატნეფტის“ 24,8%-ით, „ნოვატეკის” 55%-ით, „X5 რითეილის“ 34,5%-ით გაიაფდა.
ასევე, ვაჭრობის შედეგად რეკორდულად გაიაფდა რუსული რუბლი. ევროს ფასი 120 რუბლს, ხოლო დოლარის ფასმა 109 რუბლს მიაღწია.
27 თებერვალს ევროკავშირის, ასევე აშშ-ის და კანადის ხელისუფლებებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან იქნება გათიშული. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერებს წინადადებით მიმართა, რომ „რუსეთის ბანკის“ აქტივები გაიყინოს.
კომენტარები