რუსულ ძალებს შეუძლიათ უკრაინაში ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტი, Starlink გამოიყენონ. ამის შესახებ გამოცემა Defense One იუწყება.
რამდენიმე თვის წინ უკრაინულმა მხარემ რუსულ ძალებში Starlink-ის სისტემები პირველად აღმოაჩინა. მას შემდეგ კი მასკის თანამგზავრული ინტერნეტის გამოყენება რუსი სამხედროების მიერ უფრო აქტიური გახდა.
უკრაინელი სამხედროები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ამ სისტემებს მესამე ქვეყნების გამოყენებით ყიდულობს.
„რუსეთის მიერ Starlink-ის გამოყენება პრობლემებს გაამწვავებს, რასაც უკრაინელი სამხედროები დღეს ისედაც აწყდებიან, ანუ საუბარია ჭურვების უკმარისობაზე. ამჟამად უკრაინული ქვედანაყოფები დღეში 2000 ჭურვს იყენებენ“, – წერენ ჟურნალისტები.
Starlink-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთში კომპანია ბიზნესს არ აწარმოებს და მისი მუშაობა რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკილია. მაგრამ, რუსულ ჯარს ამ სისტემის გამოყენება უკრაინის ტერიტორიაზე შეუძლია, რომელიც ოკუპირებული აქვს.
„უბრალოდ Starlink-ის ტერმინალზე ყალბი GPS-სიგნალის წარმოდგენაა აუცილებელი, რომ მან ჩათვალოს, თითქოს მომხმარებელი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, – განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა ბრაიან კლარკმა.
გამოცემა ასევე წერს, რომ რუსული კომპანიები უკვე ყიდიან Starlinks-ის სისტემებს სამხედრო და სამოქალაქო საჭიროებისთვის.
კომენტარები