პოლიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი ზურაბ ქადაგიძე, რომან გოცირიძის მიერ, ეროვნული ბანკის მისამართით გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება და პოლიტიკოსს „სპეტაკ“ წარსულს ახსენებს. „ყველამ შეიძლება, მაგრამ რომან გოცირიძე რა ნამუსით საუბრობს საერთოდ ბანკებზე, დეპოზიტებზე, რეზერვებზე და ფინანსებზე?! თუ რაიმე ამ ქვეყანაში ეკონომიკური უბედურება მომხდარა ყველა ამ კაცს უკავშირდება და ისეთი “სპეტაკი” წარსული აქვს, რომ ხალხმა ზედმეტ სახელად კუპონა შეარქვა… “- წერს ქადაგიძე.
ქადაგიძე, რომან გოცირიძის ვიცე-პრემიერობისა და შემდგომში ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს იხსენებს და წერს, რომ თითქმის ყველა მაქინაციის სათავეში რომან გოცირიძე იდგა. „სინამდვილეში, სწორედ თვითონაა ყველაზე გაქნილი გაიაძვერა და “მაშშენიკი”- ვკითხულობთ ქადაგიძის სტატუსში. პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრს ნახევარი საქართველოს საპრივატიზაციო ვაუჩერების აკრეფაში და თანამზრახველებთან ერთად სახელმწიფო ქონების შეძენაში, კუპონებით კერძო ბანკის გახსნაში, შემდეგ ბანკის გაკოტრებულად გამოცხადებასა და მოგებული თანხებით ამერიკაში გაქცევაში ამხელს. ზურაბ ქადაგიძე, რომან გოცირიძის ბოლო სტატუსსაც პასუხობს, სადაც გოცირიძე ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვების საქართველოში ჩამოტანის საკითხზე საუბრობს.
ამასთან, ქადაგიძე გოცირიძეს რუსეთუმეს უწოდებს, არგუმენტად გოცირიძის მხრიდან რუსული წყაროების გამოყენება მოყჰავს და რუსული ვებ-გვერდების სქრინებს აქვეყნებს. „რომ ჰკითხო რუსეთს ებრძვის, ებრძვის კი არა დღესაც იქ ცხოვრობს, მათით საზრდოობს და დღემდე რუსულ საიტებზე იქექება. ეროვნული ბანკზე სრულ დეზინფორმაციას აქვეყნებს და რუსულ წყაროს ეყრდნობა(სქრინებს ქვემოთ დავდებ). ევროპაში კი სხვა სტანდარტებია. საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შენახვისას ევროპული სტანდარტით მოქმედებს. ეს მატყუარა კუპონა კი მოუწოდებს რუსულით იხელმძღვანელეო.“- წერს ქადაგიძე. ვრცელი სტატუსის დასასრულს, ზურაბ ქადაგიზე რომან გოცირიძეს თაღლითისა და ვირ-ეშემაკას ეპითეტებით მოიხსენიებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდის ისტორიას იხსენებს. „ერთი ისტორიაცაა, მისი ყოფილი თანამშრომლისგან ვიცი : რომან გოცირიძე უქმე დღეებზე იძახებდა საკუთარ თავს სამსახურში, რომ ორმაგი ხელფასი აეღო. ანუ რომანი იძახებდა რომანს შაბათ-კვირა და მუშაობდა. ეს თაღლითი ვირ-ეშმაკა საუბრობს დეპოზიტებსა და ფინანსურ არასტაბილურობაზე“- წერს ქადაგიძე.
კომენტარები