რუსმა მეცნიერებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ახალი შტამი აღმოაჩინეს.
კვლევა სეჩენოვის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ჩატარდა.
„კვლევის შედეგად გაირკვა, რომ რუსეთის რეგიონებიდან ვირუსის შესწავლილი შტამები მიეკუთვნება Europe-1 ხაზს (596 ნიმუში), Africa- 3 (1 ნიმუში) და აბსოლუტურად ახალ ხაზს – Europe-3-ს (6 ნიმუში) მომავალში საჭირო იქნება Europe-3- ის შტამის დეტალური შესწავლა, რათა მისი გენეტიკური მრავალფეროვნება და სიმძიმე შეფასდეს“, – განმარტავენ უნივერსიტეტის პრესსამსახურში.
რა არის ყირიმ-კონგო?
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები და ის პირები, ვინც საველე სამუშაოებს ახორციელებენ.
კომენტარები