• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

რუსეთში Instagram-იც აღარ მუშაობს

რუსეთში Instagram-იც აღარ მუშაობს
36 ნახვა

რუსეთის ტერიტორიაზე Instagram-ი გაითიშა, სოცქსელების მომხმარებლების ნაწილი რუსულ ქსელებს უბრუნდება.

ამერიკაში შექმნილი სოცქსელის გათიშვის გადაწყვეტილება რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსკომნადზორი“) მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველმა კომპანია Meta-მ მიიჩნია, რომ Instagram-სა და Facebook-ზე, რუსების მიმართ ძალადობისკენ მოწოდების შემცველი პოსტები არ უნდა დაიბლოკოს. ამ გამონაკლისის განსამარტად, კომპანიამ განაცხადა, რომ, მსგავსი პოსტები გამოხატავს უკრაინისადმი პოლიტიკურ მხარდაჭერას და რუსული ძალების ქვეყანაში შეჭრის წინააღმდეგაა მიმართული.

The Washington Post-ი წერს, რომ ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს ე.წ. ინფლუენსერებს, რომლებიც სხვადასხვა ბრენდების პროდუქციის რეკლამირებით იღებდნენ ფინანსურ სარგებელს. 2021 წლის მონაცემებით, Instagram-ზე 60 მილიონამდე ადამიანი იყო რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში უკვე Facebook-იც გათიშულია.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია