
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რწმუნებულის, მარია ლვოვა-ბელოვას სისხლის სამართლებრივი დევნა “აშკარად უკანონო ხასიათისაა, ვინაიდან არ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი”.
ცნობისთვის, 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინთან ერთად, საბრალდებო სკამზე ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი მარია ლვოვა-ბელოვასაც დასვამენ.
კომენტარები