• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 07th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

რუსეთმა ბაიდენის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

რუსეთმა ბაიდენის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
58 ნახვა

რუსეთმა აშშ-ის 25 მოქალაქეს, მათ შორის ბაიდენის ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ადამიანები აშშ-ის „რუსოფობიური კურსის ჩამოყალიბებაზე“ არიან პასუხისმგებელი.

„რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ აშშ-ის მუდმივი სანქციების საპასუხოდ, სანქცირებულთა სიაში შეყვანილია ამერიკის 25 მოქალაქე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან აშშ-ის რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე. სანქცირებულია ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს ანტირუსულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასე რომ, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბაიდენის მეუღლე ჯილ ბაიდენი და მისი ქალიშვილი ეშლი ბაიდენი. გარდა ამისა, სიაში მოხვდა ცნობილი პოლიტოლოგი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა.

აღნიშნულ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია