სტონეთმა გადაწყვიტა, შეუერთდეს პოლონეთის ინიციატივას და საჰაერო სივრცე დაუხუროს რუსეთის თვითმფრინავებს. ამის შესახებ “როიტერი” იტყობინება.
„ვუკრძალავთ ყველა რუსეთის ავიაკომპანიას ჩვენი საჰაერო სივრცით სარგებლობას“, – განაცხადა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წარმომადგენელმა ტაავი აასმა.
ასევე, მან ბალტიის ქვეყნების ლიდერებს მიმართა, გააქრონ რუსული ავიახაზები ევროპის ციდან.
“მოვუწოდებთ ჩვენს ბალტიელ კოლეგებს, იგივე გააკეთონ და რუსეთი ევროპის საჰაერო სივრცეს ჩამოაშორონ“. – აცხადებს ტაავი აასმი.
მანამდე პოლონეთმა, ჩეხეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს, რომ აუკრძალავდნენ რუსეთის ავიახაზებს თავიანთ ტერიტორიაზე ფრენას.
კომენტარები