25 ნოემბრის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 55 182 500 რუსული რუბლისა და 20 956 აშშ დოლარის (აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 2 414 123.93 ლარი შეადგინა) ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის 14 მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
კომენტარები