• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

რუსეთი ცდილობს 60 000-ზე მეტი წვევამდელის მობილიზებას

რუსეთი ცდილობს 60 000-ზე მეტი წვევამდელის მობილიზებას
16 ნახვა

რუსეთი უკრაინაში შეტევითი პოტენციალის გაზრდის მიზნით, 60 000-ზე მეტი წვევამდელისა და რეზერვისტის მობილიზებას გეგმავს, – ამის შესახებ CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

„შეერთებულმა შტატებმა დაინახა ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ცდილობს 60 000-ზე მეტი წვევამდელისა და რეზერვისტის მობილიზებას თავისი შეტევითი ძალების გასაზრდელად. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოემზადებიან და სად გაიგზავნებიან ეს ძალები“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში განცდილი დანაკარგების შემდეგ, რუსული ჯარების პოტენციალი თებერვალთან შედარებით ახლა 80-85%-ია.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების შეფასებით, რუს სამხედროებს ჯერ არ მოუგვარებიათ ლოგისტიკური პრობლემები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მათ ძალების ძალიან სწრაფად აღდგენა შეძლონ.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს მათთვის სწრაფი პროცესი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ადამიანური ძალის დაკარგვისა და მათი დანაყოფების საბრძოლო მოტივაციის დაკარგვას“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია