
რუსებმა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს 2 მოქალაქე, გიორგი ჩუბიტიძე და გეორგი გოგლიძე ტყვედ აიყვანეს. პატიმრების დაკითხვის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დატყვევებული ქართველი მებრძოლები უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოურ ლეგიონში მსახურობდნენ, თუმცა უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის ლიდერმა მამუკა მამულაშვილმა, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ აღნიშნული პირები მის ქვედანაყოფში არ მსახურობდნენ.
მედიის ცნობით, ისინი 12 ნოემბერს დააკავეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კომენტარები