• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

„რუსებმა 180-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, საოკუპაციო ჯარის მორალი უკიდურესად დაბალია“ – უკრაინის გენშტაბი

„რუსებმა 180-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, საოკუპაციო ჯარის მორალი უკიდურესად დაბალია“ – უკრაინის გენშტაბი
77 ნახვა

მიმდინარე დღის განმავლობაში 30-მდე საბრძოლო თვითმფრინავმა დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე, ძირითადად ბელორუსიიდან და დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა. რუსული ჯარების შემოჭრის დაწყებიდან მოყოლებული, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან მოწინააღმდეგემ 180-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. სამხედრო ობიექტების გარდა, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა სამოქალაქო ინფრასტრუქტურამ და დასახლებულმა საცხოვრებელმა უბნებმა. რუსული საოკუპაციო ძალები არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების ძარცვითა და მკვლელობით. საოკუპაციო ჯარების მორალი უკიდურესად დაბალია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ოფიციალურ განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გაათავისუფლეს კიევის ოლქი მაკარივი და დამკვიდრდნენ ქალაქში. გარკვეული ძალები და საშუალებები იცავენ ქალაქ კიევს, აგრძელებენ სისტემატურ საომარ მოქმედებებს და აკონტროლებენ გარკვეულ ტერიტორიებს.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ქალაქებში ომის დაწყებიდან დღემდე 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია