• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს რუსეთთან მოლაპარაკებებში მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ

რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს რუსეთთან მოლაპარაკებებში მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ
69 ნახვა

რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს რუსეთთან მოლაპარაკებებში მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს. აღნიშნული შემთხვევა მარტის დასაწყისში კიევში მოხდა.

გამოცემის თანახმად, აბრამოვიჩსა და კიდევ ორ მომლაპარაკებელს ერთნაირი სიმპტომები გამოუვლინდათ – თვალების სიწითლე, მუდმივი ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახესა და ხელებზე.

WSJ-ის წყაროების თანახმად, აბრამოვიჩი და მომლაპარაკებლები ეჭვობენ, რომ აღნიშნული შემთხვევა უკავშირდება რუსეთში მკაცრი ხაზის წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ ომის დასრულების მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟი. თუმცა, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

ამ დროისთვის, გამოცემის ცნობით, აბრამოვიჩი და მომლაპარაკებლები, მათ შორის რუსტემ უმეროვი, ნორმალურ მდგომარეობაში არიან, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

შეგახსენებთ, რუსტემ უმეროვის მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გავრცელდა, თუმცა მან ეს ფაქტი მალევე უარყო.

WSJ-ის წყაროებმა აღნიშნეს, რომ დასავლელმა ექსპერტებმა, რომლებმაც განიხილეს ინციდენტი, განაცხადეს, რომ ძნელი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა სიმპტომები გამოწვეული ქიმიური ან ბიოლოგიური შხამით, ან რაიმე სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივებით.

შეგახსენებთ, რომ Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციის წევრებს, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ 2022 წლის 3-4 მარტის ღამეს, აღენიშნებოდათ მოწამვლის სიმპტომები.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია