• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან – გიორგი გახარია

როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან – გიორგი გახარია
235 ნახვა

„როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თქმით, მთავრობისთვის და ეკლესიისთვის ყველაზე უფრო მაღალი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა.

„კომუნიკაცია იყო ეკლესიასთან და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება. ამ კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები.

ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლს შეეძლოს, გარეთ იმყოფებოდეს.

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან.

რადგან მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია