ვატიკანის ბანკმა ორი თანამშრომელი გაათავისუფლა, რადგან მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. მამაკაცსა და ქალს იტალიურმა მედიამ უკვე შეარქვა „რომეო და ჯულიეტა”, წერს The Guardian.
წყვილმა აგვისტოში იქორწინა. ბანკი თანამშრომლებს ქორწინებას უკრძალავდა, რადგან ნეპოტიზმი არ მომხდარიყო. ახალდაქორწინებულებს ერთთვიანი ვადა მიეცათ, რომ სამსახური დაეტოვებინა. ამგვარად, ბანკის წესების დარღვევის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ერთ-ერთი წყვილი შეძლებდა სამუშაოს შენარჩუნებას.
როდესაც ულტიმატუმი ამოიწურა, ვინაიდან არც ერთს არ სურდა ადგილის დატოვება, ბანკი იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა ორივე თანამშრომელი.
როგორც უცხოური მედია წერს, აპრილში ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ოჯახის წევრები ბანკში ვერ იმუშავებდნენ. ამ აკრძალვის მთავარი მიზანი იყო რეპუტაციის რისკების თავიდან აცილება ნეპოტიზმის ბრალდებებისა და შესაძლო „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო.
სექტემბერში ახალდაქორწინებულებმა რომის პაპ ფრანცისკეს მიმართეს წერილით, რომელშიც ისინი უჩიოდნენ „უსამართლო” მდგომარეობას. მეუღლეებს ასევე შეუძლიათ საქმის განხილვა ვატიკანის სასამართლოში.
კომენტარები