ყველას გვსმენია რჩევა: ჭამეთ დღეში ერთი ვაშლი და ექიმი არ დაგჭირდებათ, მაგრამ რომელი ვაშლი უფრო სასარგებლოა – წითელი, ყვითელი თუ მწვანე? მოდი, ერთად გავარკვიოთ.
დავიწყოთ იმით, რომ ყველა ვაშლი სასარგებლოა, მაგრამ ფერების მსგავსად, მათი თვისებები მაინც განსხვავდება. მაგალითად, მწვანე ვაშლი ნაკლებად ალერგენულია, სწორედ ამიტომ აძლევენ ამ ჯიშის ვაშლს ბავშვს პირველად.
გაინტერესებთ კიდევ რა განსხვავებაა?
მწვანე ვაშლის სასარგებლო თვისებები
ის მართლაც ნაკლებად ალერგენულია, რადგან წითელი და მწვანე ვაშლისგან განსხვავებით, ბეტა-კაროტინის პიგმენტებს არ შეიცავს, რომლებიც ზოგჯერ ალერგენია.
მჟავე მწვანე ვაშლს ნაკლები შაქარი და დაბალი კალორიული შემცველობა აქვს, ამიტომ დიაბეტით დაავადებულებისა და წონის დაკლების მსურველთათვის იდეალური არჩევანია.
გარდა ამისა, მწვანე ვაშლს მეტი C ვიტამინი აქვს, ვიდრე ფერად ჯიშებს. ის ასევე მეტ რკინას შეიცავს, ამიტომ ანემიის პროფილაქტიკისთვის უფრო ეფექტურია.
მწვანე ვაშლი, განსაკუთრებით მისი კანი, შეიცავს გაცილებით მეტ B ჯგუფის ვიტამინს (განსაკუთრებით B1, B2 და B6), ვიტამინ A და PP.
უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ: მწვანე ვაშლი – 10 სასარგებლო თვისება
გაითვალისწინეთ 👉: მწვანე ვაშლს მჟავების მაღალი შემცველობა აქვს, შესაბამისად, კუჭის დაბალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანები მწვანე ვაშლის ჭამას უნდა მოერიდონ. მწვანე ვაშლის მჟავები კბილებს კარიესისგან იცავენ, თუმცა თუ მგრძნობიარე კბილის მინანქარი გაქვთ, უმჯობესია უპირატესობა ვაშლის სხვა ჯიშს მიანიჭოთ.
ყვითელი ვაშლის სასარგებლო თვისებები
შემადგენლობით ის მწვანე ვაშლს წააგავს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ერთადერთი განსხვავება, ნაკლები სიმჟავეა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არაა.
ყვითელი ვაშლი დიდი რაოდენობით პექტინს შეიცავს, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას ეხმარება, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ააქტიურებს და სხეულიდან ტოქსინები გამოაქვს.
გარდა ამისა, ყვითელი ვაშლი აწესრიგებს ნაღვლის გამოყოფის და ღვიძლის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
წითელი ვაშლის სასარგებლო თვისებები
რაც უფრო მკვეთრი ფერისაა ხილი, მით მეტ ბეტა-კაროტინს შეიცავს.
რისთვის გვჭირდება ბეტა-კაროტინი? ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას. ბეტა-კაროტინი ამცირებს შარდის ბუშტის, პირის ღრუს, ხორხის, ფილტვების, სარძევე ჯირკვლის, საყლაპავის და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების საფრთხეს. ასევე კარგია თვალებისა და ტვინის ფუნქციონირებისთვის, ის აჩქარებს რეგენერაციას, აუმჯობესებს იმუნიტეტს და იცავს კანს მზისგან.
წითელი ვაშლის კანი დიდი რაოდენობით პოლიფენოლს შეიცავს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
ტკბილი წითელი ვაშლი სასარგებლოა კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები აწუხებს.
***
მოკლედ, ვაშლის არჩევანი დამოკიდებულია მხოლოდ გემოვნებაზე და სარგებელზე, რომლის მიღებაც გსურთ:
თუ წონის დაკლება გსურთ და ალერგიის გეშინიათ, ამასთან არ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები და კბილების მგრძნობელობა, თქვენთვის მწვანე ვაშლი საუკეთესო არჩევანია;
თუ გულისთვის სასარგებლოს ეძებთ, უპირატესობა წითელს უნდა მიანიჭოთ;
თუ უნივერსალური ვარიანტი გსურთ, ასეთია ყვითელი – უფრო ტკბილი, ვიდრე მწვანე, ნაკლებ ალერგენული, ვიდრე წითელი და სასარგებლო როგორც ორივე.
ასე რომ, აირჩიეთ ვაშლი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ და გახსოვდეთ – მთავარია, ის სასუქის გარეშე იყოს მოყვანილი.
კომენტარები