ცხელ ამინდში საშიშია რძის პროდუქტების, კრემიანი ნამცხვრების და კვერცხის მოხმარება.ეს პროდუქტები ძალიან სწრაფად ფუჭდება, რაც ნიშნავს, რომ კვებითი მოწამვლის რისკი მაქსიმალურია.
აუცილებლად დაიბანეთ ხელები ჭამამდე და ზედმეტი მარაგები არ მოამზადოთ – უმჯობესია კერძები „დღეს, მხოლოდ დღეისთვის“ გააკეთოთ.
აუცილებელი და მნიშვნელოვანია პროდუქტების შეძენისას ვარგისიანობის ვადების შემოწმება. გარდა ამისა, არ უნდა დალიოთ წყალი შეუმოწმებელი წყაროებიდან.
კომენტარები