სუპერმარკეტების ლამაზ დახლებზე განთავსებული, ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტი შეიძლება საფრთხეს შეცავდეს. ჩვენს ჩამონათვალში სწორედ ასეთ პროდუქტებს შემოგთავაზებთ: 👇
1. ასაწონი ბურღული და მაკარონი
ბევრისთვის ასაწონი პროდუქტი უფრო მნატურალურთან და ჯანსაღთან ასოცირდება, ვიდრე შეფუთული. თუმცა, ბურღულეულსა და მაკარონს ეს ნამდვილად არ ეხება. შეუფუთავ, ასაწონ პროდუქტებში არცთუ იშვიათად შეიძლება სხვადასხვა მწერის ჭუპრი აღმოაჩინოთ. ამასთან, შეუფუთავ პროდუქტზე გაგიჭირდებათ დამზადების თარიღის ნახვა. სწორედ ამიტომ უმჯობესია, რომ წიწიბურა, ბრინჯი და მაკარონი ქარხნული შეფუთვით შეიძინოთ.
2. შეფუთული მწვანილი
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ შეფუთული მწვანე სალათა ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე შეუფუთავი. პოლიეთილენში ადვილად ვრცელდება ნაწლავის მავნე ბაქტერიები, ამიტომ მწვანე სალათა დახლებზე მოთავსებული ბევრად უსაფრთხოა.
3. დაფქული სანელებლები
სანელებლებს დაფქვის დროს მწარმოებელი კონსერვანტებს და საკვებ დანამატებს უმატებს. ზოგიერთი ტიპის სანელებელი კი მთლიანად იაფი ანალოგებით ნაცვლდება (ეს განსაკუთრებით დარიჩინს და ზაფრანას ეხება) ამიტომ თუ შესაძლებელია, შეიძინეთ ასაწონი ან დასაფქვავი სანელებლები.
4. გახეხილი ყველი
მოხერხებულობის მიუხედავად, დაფქული, გახეხილი და შეფუთული პროდუქტი ხშირად არაჯანსაღი საკვების სიაშია. შეფუთვაში ხშირად ხვდება ვადაგასული ან ეტიკეტზე მითითებულისგან განსხვავებული სახეობის ყველი. გახეხილი ყველის შემთხვევაში ამ ყველაფრის შენიღბვა ძალიან ადვილია. უფრო ცუდი კი ისაა, რომ ზოგჯერ პროდუქტს ცელულოზას და სხვა დანამატებს უმატებენ.
5. მზა სალათები
შეფუთულ სალათებში შეუძლებელია შეამოწმოთ, რა აქვს პროდუქტს დამატებული. მაგალითად, მაიონეზი ახალია თუ ვადაგასული. ამიტომ თუ ჯანსაღი კვების მოყვარული ხართ, უმჯობესია, მზა სალათების შეძენისგან თავი შეიკავოთ.
6. შემწვარი ქათამი
დიახ, სურნელოვანი და მადისაღმძვრელი შემწვარი ქათამიც შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს, თუ ქათამი ძველი იყო და ძმრიან წყალში გარეცხეს. სწრაფი კვების რესტორნებშიკი ასე ხშირად ხდება.
7. ხსნადი ყავა სამი ერთში
ამ პატარა პაკეტებში სარგებელზე მეტი ზიანია. ასეთ ყავას ყავის სუნი არ აქვს, სამაგიეროდ, სავსეა პალმის ზეთით, სტაბილიზატორებით, ემულგატორებითა და საღებავებით. უკეთესი იქნება, თუკი მას ჩვეულებრივი ყავით ჩაანაცვლებთ და რძეს ან ნაღებს დაუმატებთ. უფრო ჯანსაღიც გამოვა და გაცილებით იაფიც.
კომენტარები