აგვისტო
აღნიშნულ დღეს მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ დაგვეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ ბედნიერება წვრილმანებშია და საკუთარ თავს აქამდე არსებული გამოცდილებისთვის მადლობა აუცილებლად უნდა გადავუხადოთ. ეს დამოკიდებულება კი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგვცემს და დაკისრებულ მოვალეობებს ბევრად მარტივად გავუმკლავდებით.
7 აგვისტო
შესაძლოა, ამ დღეს ბევრმა ადამიანმა უენერგიობა იგრძნოს და შემართება დაკარგოს. ეს კი, უმეტესად გამოწვეული იქნება იმით, რომ უკვე დიდი ხანია, საკუთარ თავს ყურადღებას აღარ ვუთმობთ და დრო დასვენებისა და განტვირთვისთვის არ გვაქვს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე შეგვახსენებს, რომ დასვენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციური ,,გადაწვის“ დიდი რისკია, რაც წარმატების მიღწევაშიც ხელს შეგვიშლის და შესაძლოა, გართულებული კომუნიკაციის გამო, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ.
8 აგვისტო
ეს განახლების დღეა. აღმოაჩენთ, რომ თქვენს გონებაში ნელ-ნელა არეული ფიქრები ლაგდება და ზუსტად დაინახავთ, რისი გაკეთება გსურთ, რომ ბედნიერი და წარმატებული იყოთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც გააკეთოთ, საბოლოოდ დაემშვიდობოთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ტოქსიკური, არასასიამოვნო ურთიერთობები გაქვთ, დაიწყოთ ახალი საქმის შესწავლა ან იმის განხორციელება, რაც სულ გინდოდათ და ვერ ახერხებდით.
9 აგვისტო
ამ დღეს შესაძლოა, ჩვენი გეგმები რადიკალურად შეიცვალოს. დაგვაგვიანდეს იქ მისვლა, სადაც წასვლა განსაზღვრული გვქონდა, დროულად ვერ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან რაიმეს გაკეთება დაგვავიწყდეს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს შესაძლოა, შემთხვევითი სულაც არ იყოს და პირიქით, სასარგებლოც კი აღმოჩნდეს იმ კუთხით, რომ არასწორი კარი არ შევაღოთ. ნახეთ სრულად
კომენტარები