• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი და რომელში დაიწერა ყველაზე მეტი უმაღლესი ქულა – გამოცდების ეროვნული ცენტრის ანალიზი

რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი და რომელში დაიწერა ყველაზე მეტი უმაღლესი ქულა – გამოცდების ეროვნული ცენტრის ანალიზი
169 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულის მიღება ჯამში 74-მა აბიტურიენტმა მოახერხა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.56 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.44 % -მა.

ყველაზე მეტი უმაღლესი ქულა ინგლისურ ენაში დაიწერა,  ჯამში, მაქსიმალური 70 ქულის მიღება 648 აბიტურიენტმა შეძლო, მინიმალური ზღვარი კი 3.57%-მა ვერ გადალახა.

მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულა ჯამში 43-მა აბიტურიენტმა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 84.25 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.75 %-მა.

ისტორიაში მაქსიმალური 60 ქულა მხოლოდ 8 აბიტურიენტმა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 94.47 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 %-მა. ასევე მხოლოდ მხოლოდ 8 აბიტურიენტმა შეძლო ქიმიაში კი მაქსიმალური 63 ქულის მიღება. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 19.53 %-მა, შესაბამისად, სწორედ ქიმიაში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, ბიოლოგიაში, წელს, მაქსიმალური 70 ქულა არავის მიუღია. ყველაზე მაღალი შეფასება 69 ქულა იყო და 2-მა აბიტურიენტმა შეძლო მისი მიღება.  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 14.71 % -მა.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია