ადამიანების დიდი ნაწილი ყოველ დილას მაღვიძარას ხმაზე იღვიძებს. ამ საძულველი ხმის გაგონების შემდეგ, თქვენ დიდხანს ვერ მოდიხართ გონზე და მთელი დღე გრძნობთ, რომ მოშლილი ხართ. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ხერხი, რომლის დახმარებითაც ყოველთვის უპრობლემოდ გაიღვიძებთ.
როგორც ცნობილია, ადამიანი ძილის გადის ორ ძირითად ფაზას: სწრაფი და ნელი. კარგი ღამის ძილი შედგება 5-6 ასეთი სრული ციკლისგან. მეცნიერებმა გამოთვალეს თითოეული მათგანის ხანგრძლივობა, რისი საშუალებითაც გამოთვალეს დროის მონაკვეთი, როდესაც ორგანიზმი ძილის ყველაზე სწრაფ ფაზაშია. სწორედ ამ დროს არის ყველაზე ადვილი გაღვიძება.
საშუალოდ, ადამიანი 15 წუთში იძინებს, ანუ თუ თქვენ გჭირდებათ გაღვიძება დილის 6 საათზე, ყველაზე კარგი დროა დაწვეთ 20:45 ან 22:15 საათზე. ამ ცხრილის დახმარებით გაიგებთ, რომელ საათზე უნდა დაწვეთ დასაძინებლად, რომ ბედნიერმა გაიღვიძოთ:
გაღვიძების დრო 6:00 6:15 6:30 6: 45 7:00
როდის არის ყველაზე კარგი დრო დასაძინებლად 20:45 21:00, 22:30 21:15, 22:45 21:30, 23:00 21:45, 23:15
გაღვიძების დრო 7:15 7:30 7:45 8:00 8:15
როდის არის ყველაზე კარგი დრო დასაძინებლად 22:00, 23:30 22:15, 23:45 22:30, 00;00 22:45, 00:15 23:00, 00:30
გაღვიძების დრო 8:30 8:45 9:00 9:15 9:30
როდის არის ყველაზე კარგი დრო დასაძინებლად 23:15, 00:45 23:30, 01:00 23:45, 01:15 00:00, 01:30 00:15, 01:45
კომენტარები