თვალის და ნეგატივის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან რისიც გვეშინია, ვიზიდავთ, – ამის შესახებ ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე საუბრობს.
„როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული ნეგატიური მუხტი, აუცილებელია, გარკვეული მოქმედებები: სხეული უნდა იყოს ტონუსში, სირბილი შეგიძლიათ დაიწყოთ… დაიმახსოვრეთ, დიდი ნეგატივი დიდი პოზიტივის დასაწყისია.
კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ნეგატიურ ენერგიასთან სხვადასხვანაირი იმუნიტეტი გააჩნიათ:
1-ელში, 10-ში, 19-ში და 28 რიცხვებში დაბადებულები განსაკუთრებით იზიდავენ ყურადღებას და თვალს, მაგრამ მდგრადები არიან ამ ყველაფრის მიმართ. წაიქცევიან, მაინც ადგებიან და გასაკეთებელს გააკეთებენ. ცუდი ის არის, რომ ისინი გაფრთხილებებს არ იღებენ.
2, 11, 20 და 29 – განსაკუთრებით სენსიტიურები არიან. ეს ადამიანები მგრძნობიარე ნატურები არიან, პოზიტიურ ენერგიას იმდენად ძლიერად გრძნობენ, რამდენადაც ნეგატიურს. მათთვის დაცვა, თილისმების ტარება და შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ანალოგიურად, 3, 12, 21 და 30 რიცხვში დაბადებულებს აქვთ სამყაროსადმი ღიაობა და ხშირად, ადამიანები ამ ყველაფრით სარგებლობენ, ენერგოველს უბინძურებენ და შემდეგ მათ დახმარება სჭირდებათ, ამიტომ მათთვის თილისმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება, 4, 13, 22, 31 – კერკეტი კაკლებივით უტეხები არიან. ძლიერი დაცვა აქვთ, ძალიან დიდი მდგრადობა გააჩნიათ. საკუთარ თავს იმაზე მეტს უშავებენ, ვიდრე გარე პიროვნებები ახდენენ მათზე ზემოქმედებას.
საკუთარი თავის გათვალვა თვალის და ნეგატივის ერთ-ერთი ფორმაა. საკუთარი ეჭვებით თავს აზიანებენ.
5, 14, 23 – ამ ადამიანებს თვალის მიმართ კარგი თავდაცვის უნარი აქვთ, უბრალოდ, ხშირია, როცა ვერ აღიქვამენ როდის დაბინძურდნენ. როცა ცოდნით შეიარაღებულები არიან, მარტივად გაუმკლავდებიან ყველაფერს.
6, 15, 24 – ეს ადამიანები ძალიან ამტანები არიან, მაგრამ სხვების მიმართ გახსნილები. მათ ძალიან დიდხანს შეუძლიათ ატარონ ნეგატიური ფიქრები, თვალი, არ აწუხებენ სხვებს… სჭირდებათ, რომ თავდაცვის მექანიზმები შეიმუშაონ.
7, 16, 25 – ამ ადამიანებმა ყოველთვის იციან, ვინ და როგორ მოქმედებს მათზე ცუდად. ვინც მათ თვალავს, მის მიმართ ნეგატიური განწყობა ავტომატურად უჩნდებათ, სარკისებურად უბრუნებენ.
8, 17, 26 – ასევე ძალიან ძლიერი ამტანობა გააჩნიათ, თუმცა, ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან მათი გამთვალავი. უცხოებისადმი კარგი იმუნიტეტი გააჩნიათ, ახლობლებთან უჭირთ. ამ დროს, მნიშვნელოვანია თავიანთი ინტერესები დაიცვან.
9, 18, 27 – ამ შემთხვევაში ჰგვანან 7- იანებს, მათაც ძლიერი ინტუიცია აქვთ. თუმცა, საკუთარი ეჭვებით და ფიქრებით თავს იზიანებენ.
კომენტარები